ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ლორთქიფანიძეს აინტერესებს რატომ ქმნის სახელმწიფო მინისტრის აპარატს დასაქმების საკითხებში და რა დაუჯდება მისი შენახვა ქვეყანას.
ლორთქიფანიძე დასაქმების სახელწიფო მინისტრის პოსტის შემოღებას გაუმართლებლად მიიჩნევს და აინტერესებს უკვე არსებულ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში რატომ არ იქმნება დასქაქმების ეროვნული ბიურო.
„ხელისუფლება მინსტრობის ახალ კანდიდატს პაატა ტრაპაიძეს პირდაპირ დაავალებს, რომ მართველი გუნდის მხარდამჭერთა ახალი სია შეადგენოს და დროებით დასაქმებით უზრუნველყოს. სინამდილეში, მოსახლეობის დასაქმებაზე ზრუნვა წინასაარჩევნო პიარია და დასაქმების ეროვნული სააგენტოს შექმნა დროებითი ნაბიჯია“, – აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
მისივე შეფასებით, მთავრობის ახალი შემადგენლობის ინიცირება ეს არის სააკაშვილის ავტორიტარიზმიდან მერაბიშვილისეულ დიქტაქურამდე ნაბიჯი.