ჩინურმა კომპანიამ

ჩინურმა კომპანიამ "ბაზისბანკის" აქციების 90 პროცენტი იყიდა

ჩინურმა კომპანიამ "ჰუალინგ ჯგუფმა" "ბაზისბანკის" აქციების 90 პროცენტი იყიდა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა ((EBRD)) და ბანკის დამფუძნებელ ზურაბ ციხისთავს, ტრანზაქციის დასრულების შემდეგ, აქციების მინორიტარული პაკეტი დარჩებათ. ხელშეკრულების თანახმად, ციხისთავი გააგრძელებს მუშაობას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ.

 ჩინურ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებამდე "ბაზისბანკის" აქციონერები იყვნენ:  ევროპის რეკოსნტრუქციისა და განვითარების ბანკი - 15 პროცენტი; ზურაბ ციხისთავი - 13, 92 პროცენტი; ელდერ მილდიანი - 9, 8 პროცენტი; ზაზა ნიშნიანიძე - 8, 51 პროცენტი; მურმან ამბროლაძე - 5, 58 პროცენტი; არჩილ მაზიაშვილი - 6, 33 პროცენტი; ქეთევან სოსელია - 5, 62 პროცენტი.