ჯორჯ მაიკლმა გულშემატკივრებს ახალი სიმღერა „White Light“ ვიდეოპორტალ YouTube-ზე წარუდგინა. ამ გზით მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში მის გვერდით იყო და აქტიურად გულშემატკივრობდა მის შემოქმედებას.
საქმე იმაშია, რომ ბრიტანელ მუსიკოს, გასულ თვეს შემოქმედების 30 წელი შეუსრულდა.
„29 ივნისს 30 წელი შესრულდა, მას შემდეგ რაც ჩემი პირველი სიმღერა „Wham Rap“ ბრიტანულ ჩარტში მოხვდა. ამ წლების სახსოვრად ახალ კომპოზიციას „White Light“ შემოგთავაზებთ. ასეთ იუბილეებს სხვა არტისტები გაყიდული ფირფიტების მილიონობით ახალი ასლით და ათეული ჯილდოებით აღნიშნავენ. მე ასეთი სახით მინდა მადლობა გადაგიხადოთ. მადლობა ყველას, ვინც ჩემი წარმატების ნაწილი იყავით...“ - დაწერა ჯორჯ მაიკლამ საკუთარ ვებ-გვერდზე.
კომპოზიციის „White Light“ ოფიციალური რელიზი აგვისტოში გაიმართება.