ოპოზიციური ფრაქცია ,ერთობა სამართლიანობისათვის“ წევრის გიორგი ცაგარეიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა საპარლამნეტო არჩევნები შსს-ს ჩაატარებინოს და ამიტომაც მინისრტად ბაჩო ახალაია დანიშნა. From.ge-სთან საუბარში ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ მომავალი 3 თვე საპოლიციო ტერორის ქვეშ ჩაივლის.
„როდესაც სიკვდილის ესკადრონის ერთ–ერთ ხელმძღვანელს, ადამიანს რომელიც პირადად აწამებდა პატიმრებს დანიშნავ შს მინისრად, ხალხს შემდეგი შინაარსის შეტყობინებას უგზავნი: ყველაფერს გააკეთებ იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო, არ მოერიდები ტერორს და პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშსწორებას. სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული ახალი შს მინისტრი ბაჩო ახალაია. ეს არის ადამიანი, რომლის უშუალო დავალებით რამდენიმე თვის წინ სახლიდან გაიტაცეს და წამებით მოკლეს ვეტერანი თეთრაძე“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
ფრაქცია პროტესტის ნიშნად ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრებს არ შეხვდებიან. შესაბამისად მათ დანიშვნას არც მხარს დაუჭერს.