ამერიკის სასამართლოს ყველაზე მსხვილი გარიგება

ამერიკის სასამართლოს ყველაზე მსხვილი გარიგება

ამერიკის სასამართლოში ყველაზე მსხვილ გარიგება შედგა- ბრიტანული კომპანია GlaxoSmithKline თავს დამნაშავედ სცნობს მაქინაციებისა და გამოშვებული პროდუქციის უსაფრთხოების მონაცემების დამალვაში და ამისთვის მზადაა 3 მილიარდი დოლარი ჯარიმაც გადაიხადოს.

 1 მილიარდი დოლარი  ჯარიმის გადასახდში წავა, 2 მილიარდ კი კოლორადოსა და მასაჩუტესის შტატები მიიღებენ, რომლებმაც სარჩელი აღძრეს ამერიკის საამართლოში. 

„წამლების მაქინაცია ეს ეპიდემიაა, რომელიც ჩვენ ყველას გვეხება. ხშირად გვესმის ასევე ისიც, რომ ფარმაცევტული ინდუსტრია მზად არის აღმოჩნელი დარღვევების სანაცვლოდ, ჯარიმა გადაიხადოს.  ჩვენ მსგავსი მაქინაციების წინააღმდეგ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ხერხით ვიბრძოლებთ“,-აცხადებს აშშ გენერალური პროკურორის თანაშემწე სტიუარტ დელერი.

ამერიკის პროკურატურა GlaxoSmithKline ბრალს დებს ათასობით დიაბეტით დაავადებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებაში. ფარმაცევტული  კომპანია აიძულებდა ექიმებს მათი პროდუქცია და ასევე ამერიკულ ბაზარზე აკრძალული ანტიდეპრესანტი Paxil და სხვა პრეპარატები შეეთავაზებინატ პაციენტებისთვის.

GlaxoSmithKline მსოფლიოს ერთერთი უდიდესი ფარმაცევტული კომპანიაა. ის უშვებს სიცხის დამწევს Panadol-ს, ცნობილ კბილის პასტას  Aquafresh-ს, აგრეთვე ტიფის, დიფტერიისა და სხვა პრეპარატებს.