იაპონიიის მმართველი პარტიის „მემარჯვენე დემოკრატების“ 50 დეპუტატმა პარტია დატოვა. 38 ქვედა და 12 ზედა პალატის წარმომადგენელმა ხელისუფლების ახალ სამომხმარებლო გადასახადის გაზრდის შესახებ ახალ კანონს ხმა არ მისცა და პარტია დატოვა.
მიუხედავად „დეპუტატების ბუნტისა“, პრემიერ-მინისტრი ესიხიკო ნოდი ქვედა პალატაში უმრავლესობას მაინც ინარჩუნებს.
„თავიდან პარტიის დატოვებას 52 დეპუტატი გეგმავდა, თუმცა ბოლო მომენტში 2-მა გადაწყვეტილება შეცვალა“,-განაცხადა კენძი იამაოკამ, წარსულში „მემარჯვენე დემოკრატების“ ლიდერი იტირო ოძავას მარჯვენა ხელმა.
იაპონელ ოპოზიცონერ დეპუტატებს მომავალი საქმოქმედო გეგმის შესახებ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. იაპონური გაზეთიოს „ასახი სიმბუნის“ ინფორმაციით, დეპუტატები ახალი პარტიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას თვის ბოლოსთვის გამოაცხადებენ.