მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ უახლოეს 10 დღეში ან 2 კვირაში საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოცხადდება

მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ უახლოეს 10 დღეში ან 2 კვირაში საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოცხადდება

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერის მიხეილ მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ უახლოეს 10 დღეში ან 2 კვირაში საპარლამენტო არჩევნების თარიღი გამოცხადება. ამის შესახებ from.ge-ს მიხეილ მაჭავარიანმა განუცხადა.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ საქართველოს დელეგაცია სტრასბურგში გამართულ შეხვედრებზე არჩევნების თარიღზე საუბრობს, მაჭავარიანმა განმარტა, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არანაირ  თარიღზე არ საუბრობს.  

„ჩევენს დელეგაციასთან ერთად სტრასბურგში მეც ვიყავი და არანაირ თარიღზე არ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისივე ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროსაბჭოს წინასწარი დელეგაცია საქართველოში ჩამოვა. სადამკვირვებლო მისია 30 კაცის შემადგენლობით ქვეყანას სექტემბრის პირველ ნახევარში ესტუმრება.