რუსეთისა და აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის საზღვარზე, მამონოვო2-ის გამშვებ პუნქტთან, ადლერში „მწვანე კორიდორი“ გაიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსმა და აფხაზმა მებაჟეებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიღეს.
„გამომდინარე იქიდან, რომ მარტო ამ წელს იანვრიდან მაისის ჩათვლით, საზღვარი 2 300 000 ადამიანმა გადაკვეთა, ჩვენ გადავწყვიტეთ ტურისტებისთვის, რომელთა რაოდენობა ყოველ წელიწადს იზრდება, გაგვეადვილებინა აფხაზეთში შესვლა, სწორედ ამიტომ გამარტივებული წესებით ისინი შეძლებენ შესვლას, რათა რიგში დიდხანს დგომა აღარ მოუწიოთ. მარტო ივლისი-აგვისტოს თვეში გამშვებ პუნქტზე დღეღამეში 40 000 ადამიანი გადის. ჩვენ ვთხოვთ აფხაზეთში შემსვლელებს ისარგებლონ არა მარტო ავტომანქანებით, არამედ მატარებლით და საზღვაო ტრანსპორტითაც“,- წერს გაზეთ „ნოვი დენი“ .