ამერიკა აზერბაიჯანს იარაღს აღარ მიჰყიდის

ამერიკა აზერბაიჯანს იარაღს აღარ მიჰყიდის

ამერიკის კონგრესის სომხური ლობის ზეწოლის შედეგად, ამერიკის სენატმა მიიღო გადაწყვეტილება და აზერბაიჯანი იმ ქვეყნების სიიდან ამოიღო, ვისაც ამერიკა სამხედრო იარაღს ჰყიდის. სენატის გადაწყვეტილებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესაძლებელია ეს იარაღის სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის წინააღმდეგ გამოიყენოს.

„ჩვენ მადლობა გვინდა გადავუხადოთ კონგრესმენ ბერმანს, ვისი წინადადებითაც განიხილა სენატმა ეს წინადადება და მიიღო გადაწყვეტილება, რადგან პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლებამ ამერიკიდან ნაყიდი იარაღი შესაძლებელია სომეხი და მთიანი ყარაბაღის მოსახლოების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, რადგან ილჰამ ალიევის მუქარა ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიან გადაწყვეტას უშლის ხელს“,- განაცხადა ამერიკის სომხეთის ეროვნული კომიტეტის წარმომადგენელმა ქეით ნააპეტიანმა.