დაღესტანში მეჩეთი გადაწვეს და იმამი მოკლეს

დაღესტანში მეჩეთი გადაწვეს და იმამი მოკლეს

დაღესტნის ბუინანსკის რაიონში დაუდგენელი პირები სოფელ კარამახის მეჩეთში შევარდნენ, ადგილზე დახოცეს იმამი და მეჩეთის კიდევ ერთი მსახური, შემდეგ მეჩეთს ცეცხლი წაუკიდეს და გაურკვევლი მიმართულებით მიიმალნენ. იმამი მაჰომედქამილ გამზატოვი ცნობილი იყო თავისი დამოკიდებულებით ნებისმიერი ძალადობის მიმართ და „ბოევიკებს“ ხშირად აკრიტიკებდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების განმარტებით, სამი შეიარაღებული პიროვნება ნიღბებით იყო, ხოლო მათ მანქანა მეჩეთის ჭიშკართან ელოდებოდათ. სოფლის მცხოვრებლებმა თავისი ძალებით მოახერხეს ხანძრის ჩაქრობა.

ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე აღძრულის სისხლის სამართლის საქმე.