აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობის ორ ინიციატივაზე ისაუბრა.
ბასისის განცხადებით, აშშ წინასაარჩევნოდ საქართველოში გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლას შეუწყობს ხელს.
აშშ-ის ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ხელი შეუწყონ.
„აშშ-ს მთავრობა ამ მიზნით საქართველოში გრძელვადიანი დამვირვებლების მისიის განხორციელებას შეუწყობს ხელს. ეს იქნება NDI-ის და IRI-ის მისიები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდებიან. მეორე ინიციატივა კი, საქართველოში დემოკრატიული კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს, კერძოდ NDI-ის, IRI-ის და IFES-ის მიერ ერთობლივად შეიქმნება კონსოქციუმი, რომელიც 750 ათასი დოლარით დაფინანსდება და ის ხელს შეუწყობს ქალი კანდიდატების შესაძლებლობების განვითარებას. ეს არის ობიექტური ფაქტი, რომ წარმომადგენლობით ორგანოებში ქალების პროცენტული მაჩვნებელი დაბალია“, - განაცხადა ბასმა.
ელჩის განცხადებით, სადამაკვირვებლო მისიები თავიანთ ანგარიშებს დამოუკიდებლად წარადგენენ. მან ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დამკვირვებლების მიმართ რწმენა არსებობდეს.