ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერები NDI-ის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას ედპ-ესლიდერები გურამ ჩახვაძე და გიორგი გოგნიაშვილი, ხოლო NDI-ის დელეგაციდან NDI საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო, NDI-ის სხვა წევრები და აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტი, კენეთ ვოლაკი ესწრებოდნენ.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, NDI-ის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ედპ-ის პოზიციით მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით და მოისმინეს ედპ-ის ლიდერთა შეფასება წინასაარჩევნო გარემოს შესახებ. მისი თქმით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნი პროცესებში და 2012 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად ყველა ზომას მიიღებენ.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული არამარტო ქვეყნის შიდაპოლიტიკური განვითარება, არამედ მისი საერთაშორისო ურთიერთობები და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესი", - განაცხადა ედპ-ის გენერალურმა მდივანმა გიორგი გოგნიაშვილმა.