გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დამასკოში ჰამასის ერთ-ერთი ლიდერი, კოორდინატორი სირიასა და ირანში ქემალ რანაჯა, რომელიც ასევე ცნობილი იყო ფსევდონიმით ნიზარ აბუ მუჯხადი, დამასკოს გარეუბანში საკუთარ ბინაში მოკლეს. მოკლულის ბინიდან დაკარგულია საიდუმლო დოკუმენტაციაც.
ქემალ რანაჯა ჰამასის საიდუმლო ოპერაციებსა და ღაზას სექტორში კონტრაბანდული იარაღის მიწოდებას ხელმძღვანელობდა.
ჰამასის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასის ლიდერის მკვლელობას ებრაულ სადაზვერვო ორგანიზაციას “მოსადს“ აბრალებენ.