Euronews-ის ინფორმაციით, ეგვიპტის ახალი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის განცხადებით, ახალ მთავრობაში ადგილს ქრისტიანები და ქალებიც დაიკავებენ.
მურსმა შეხვედრა გამართა ეგვიპტელი კოპტების წარმომადგენლებთან. რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების „ძმები მუსლიმების“ კანდიდატის მუჰამედ მურსის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ, ეგვიპტელი კოპტები არ მალავდნენ შეშფოთებას, რადგან ეგვიპტეში ქრისტიანული ეკლესიები არაერთხელ გამხდარა მუსლიმთა მხრიდან ტერორისტული აქტებისა და შეტაკებების მსხვერპლი.
ეგვიპტის ახალი პრეზიდენტი თავის დაპირებას ასრულებს და „სახალხო ერთობის“ კოალიციის ფორმირებას ახდენს.