კოპენჰაგენში ევრიმაჟის მმართველი საბჭოს 127-ე სხდომაზე ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია „ძმა“ იმ 17 პროექტს შორის მოხვდა, რომელსაც ევრიმაჟმა მხარი დაუჭირა. ფილმის რეჟისორები არიან - თეონა მღვდელიძე გრენადე და ტერი გრენადე. დაფინანსება მოიპოვეს ქვეყნებმა: ნორვეგია, დანია, ირლანდია, ბულგარეთი, საფრანგეთი, ალბანეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, ესპანეთი, ლიტვა, თურქეთი.
დაფინანსებული პროექტების სიაში თეონა მღვდელიძე გრენადე მოხვდა ისეთ რეჟისორებთან ერთად, როგორებიც არიან ლარს ფონ ტრიერი, პაოლო სორენტინო და სხვები.
ქართულ-ფრანგული პროექტისთვის 150000 ევრო გამოიყო. ევრიმაჟის ფონდიდან 17 პროექტზე სულ 5530000 ევრო დაიხარჯა.
საქართველო ევროპის საბჭოს კინოს განვითარების და მხარდაჭერის ფონდის, ევრიმაჟის წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. ევრიმაჟის მმართველ საბჭოში საქართველოს წარმოადგენს ეროვნული კინოცენტრის დირექტორი თამარ ტატიშვილი.