"ბოლო ზარი 2012" - ფოტოკონკურსი საირმისაგან დასრულდა

"საირმე მინერალ ვოთერსის" მიერ გამოცხადებული ფოტოკონკურსი დასრულდა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 5 გამარჯვებული კლასი და 5 დაუვიწყარი ექსკურსია მათთვის.

ბოლო ზარი 2012" ასე ერქვა ფოტოკონკურსს, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს, 10 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარ თანაკლასელებთან ერთად გადაეღოთ ფოტო, აეტვირთათ კომპანია საირმის სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ (Facebook.com/sairme) და დალოდებოდნენ გამარჯვებას.

შეგახსენებთ, რომ, "საირმე მინერალ ვოთერსიმ” საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, თბილისის ყველა სკოლის მოსწავლეთათვის ბოლო ზართან დაკავშირებით, გრანდიზულ ფოტოკონკურსი15 ივნისს გამოაცხადა. ფოტოკონკურსში 100-ზე მეტი სკოლის 1000-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთო.

გამარჯვებულები:

თბილისის 124-ე საჯარო სკოლა, XII კლასი

თბილისის 156-ე საჯარო სკოლა, XII კლასი

ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა, X კლასი

რუსთავის მე-3 საჯარო სკოლა, XII კლასი

თბილსის I ექსპერიმენტული სკოლა, XII კლასი

ორი გამარჯვებული მთელმა საქართველომLიკე-ებით გამოავლინა, ხოლო სამი გამარჯვებული კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა. გამარჯვებული კლასები მოინახულებენ სათაფლიის და პრომეთეს მღვიმეებს ქუთაისში. საირმე ბავშვებს უზრუნველყოფს ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებით, გარემოს დაცვის სამინისტრო კი სკოლის მოსწავლეებს დაცული ტერიტორიების სერვისებს შესთავაზებს.

კომპეტენტუტი ჟიურის შემადგენლობა:

გოგა ხაჩიძე –გარემოს დაცვის მინისტრი

ნინო არაზაშვილი – გადაცემა “დილა მშვიდობისა საქართველოს” ავტორი და წამყვანი

ნინო ქაჯაია – გადაცემა “ცხოვრება მშვენიერიას” ავტორი და წამყვანი

მარიკა დარჩია–მედია “პალიტრას” კრეატიული დირექტორი

დათო ილურიძე – მუსიკოსი

გოჩა თანდარაშვილი – პროდიუსერი და იუმორისტი