რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკეინმა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას წერილი გაუგზავნა და მოუწოდა დანაშაულებრივი ჯგუფის „კლიუევსკის ორგანიზაციის“ წინააღმდეგ საკუთარი უფლებები გამოიყენოს და მათ წინააღმდეგ ტერორისტების მსგავსი სანქციები დააწესოს. მაკეინის განცხადების თანახმად, „კლიუევსკის ორგანიზაციაში“ შედიან რუსი ბანკირები და ჩინოვნიკები, რომელთა გადაწყვეტილებითაც მოხდა იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობა.
„მე გწერთ იმიტომ, რომ თქვენ მოითხოვოთ, რათა დაიწყოთ პროცესი, საშიში ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი ჯგუფის „კლიუევსკის ორგანიზაციის“ წინააღმდეგ, რომლებიც არსებული მონაცემების საფუძველზე, რამდენიმე საერთაშორისო დანაშაულთანაა კავშირში შემჩნეული. შესაძლებელია, რომ ერთ-ერთ მათ დანაშაულს იურისტ სერგეი მაგნიტსკის მკვლელობაც წარმოადგენდეს, რომელმაც რუსი ჩინოვნიკების კორუფციაში მხილება გადაწყვიტა. ვფიქრობ, რომ ამ ჯგუფის დანაშაულებრივი საქმიანობა საშიშროებას უქმნის ამერიკის ეროვნულ ინტერესებს“,- ნათქვამია ჯონ მაკეინის მიერ მიწერილ წერილში.