ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე ევროკავშირის კრიზისის დასაძლევად გატარებულ ღონისძიებებს საკმარისად არ მიჩნევს და აცხადებს, რომ ხვალ ბრიუსელში ევროპის დიდი ქვეყნების ლიდერები აიძულებენ სხვა ქვეყნებს, შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ.
„ვფიქრობ, რომ ევროპის კრიზისი მართლაც დიდი პრობლემაა ევროპისთვის და კრიზისულმა სიტუაციამ აჩვენა, რომ გატარებული ღონისძიებები ეფექტური არ არის, რადგან კრიზისული სიტუაციები ვიწრო მენეჯმენტური განხორციელების ღონისძიებებს მოიცავს და იგი განსხვავდება ჩვეულებრივ სიტუაციებში გადაწყვეტილებების ტექნოლოგიისგან და ხარისხისგანაც. ასეთი ოპერატიული მართვის შესაძლებლობა ევროკავშირს არ გააჩნია, ამიტომაც რჩება ეს პრობლემად მთლიანად კავშირისთვის. ცალკეული ქვეყნების ინტერსები, ცალკეული მთავრობის ხედვები განსხვავდება ერთმანეთისგან, თუ როგორ უნდა იქნას დაძლეული ევროკავშირში არსებული კრიზისი და საბოლოოდ ეს ან მიგვიყავანს იქამდე, რომ ევროკავშირი განსაკუთრებული ფინანსებისა და ეკონომიკის მართვადი კავშირი იქნება ანდა ეს პრობლემები შეიძლება რთულად დაუბრუნდეს ევროკავშირს, საუბარია პირველ რიგში ევროზონის პრობლემებზე. ვფიქრობ, ევროპის დიდი ქვეყნის ლიდერები კარგად აცნობიერებენ იმ სიტუაციებს, რაც არის ევროკავშირში და ისინი ალბათ აიძულებენ სხვა ქვეყნებს, მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაც შეესაბამება ასეთი დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანას. გარკვეულ სფეროებში ცენტრალიზაცია, უბრალოდ გარდუვალია“,-აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი.