საპარლამენტო უმრავლესობის ერთ - ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური „კავკასიის“ ხმალაღებული დამცველია. ეს განცხადება წიკლაურმა დღეს ე.წ. „მასთ ქერის“ პრინციპის შესახებ კანონპროექტის განხილვისას გააკეთა.
„კავკასიას“ ჩემი სახით ხმალაღებული დამცველი ჰყავს“, - აღნიშნა წიკლაურმა და იქვე დაამატა, რომ მისი ხსენების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ამ ტელევიზიაშია.
წიკლაურის ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების და ჟურნალისტების იმ წინადადებას მოჰყვა, რომლებიც ითხოვენ, რომ საკაბელო არხებმა „კავკასიაც“ ჩართონ.
ნუგზარ წიკლაურისთვის ისიც გასაგებია, რატომ არ სურთ საკაბელოებს ყველა ტელეკომპანიის ჩართვა.
„ჩემთვის რომ ეთხოვა ვინმეს, მარქსის „კაპიტალი“ დაბეჭდეო, არ დავბეჭდავდი“ - განაცხადა წიკლაურმა და აღნიშნა, რომ სრულიად გასაგებია საკაბელოებს, ყველა ტელევიზიის ჩართვა რომ არ სურთ.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა დღეს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მსომენით განიხილა, ხვალ კი მასზე პარლამნეტი იმსჯელებს.
კანონპროექტის მიხედვით, წინასაარჩევნოდ საკაბელოები ვალდებულები იქნებიან რომ საერთო მაუწყებლები და საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ქსელში ჩართონ.