ნინო ჯანგირაშვილი: „კავკასიის“ დაზარალებას არ ვაპირებ, დამჭირდება წყალქვეშა ნავით გავავრცელებ სიგნალს

ნინო ჯანგირაშვილი: „კავკასიის“ დაზარალებას არ ვაპირებ, დამჭირდება წყალქვეშა ნავით გავავრცელებ სიგნალს

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგარიშვილი აცხადებს, რომ მომავალ კვირას „კავკასია“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მოთხოვნით მიმართავს.

„ჩვენ ავიღებთ სატელიტურ ლიცენზიას და სატელიტზე გავალთ თუ პარლამენტი კანონპროექტს არსებული სახით მიიღებს. მთელი ფინანსების მობილიზაციას გავაკეთებ, რადგან ეს დიდ თანხებს მოითხოვს და „კავკასიას“ არა აქვს თანხები. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო იაფი საშუალებით მოვიცვათ საქართველოს საკაბელო მაუწყებლები“, - აღნიშნა ჯანგირაშვილმა.  

„ნამდვილად არ ვაპირებ ტელევიზია ვაზარალო, დამჭირდება წყალქვეშა ნავით გავავრცელებ სიგნალს, ნებისმიერი ხერხებით“- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ნინო ჯანგირაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დღეს ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა მოსაზრება გამოთქვეს, რომ საკაბელო ტელევიზიებმა „კავკასიის“ მაუწყობლობაც ჩართონ, რადგან მისი დაფარვის ზონა 25%–ია. ეს წინადადება ნინო ჯანგირაშვილისთვის მისაღებია.

„ეს წინადადება ჩვენთვის მისაღებია, რადგან  ამით გამოჩნდება რამდენად არსებობს ხელისუფლების პოლიტიკური ნება და დავინახავთ, რომ სპეციალურად არ ხდებოდა „კავკასიის“ დაბლოკება და ამოგდება ამ სისტემიდან. ჯერჯერობით, არ ვიცი ეს წინადადება ჩაიწერება თუ არა, თუმცა იმედი მაქვს, რომ მას მიიღებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის, რომ „კავკასია“ დისკრიმინაციულ ვითარებაში აღმოჩნდება“, – აღნიშნა ჯანგირაშვილმა.