თეთრიწყაროში „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა

თეთრიწყაროში „ქართული ოცნების“ ოფისი გაიხსნა

თეთრიწყაროს რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგიონული ოფისი გაიხსნა.  ოფისის ხელმძღვანელად მიხეილ ჩომახაშვილი დაინიშნა.მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაპირებები არის ის გეგმები, რაც რეალურად შეიძლება განხორციელდეს.

„ჩვენ არამარტო ამ კაცის ლაპარაკი, არამედ ნამოქმედარიც ვიცით, 10 წელია ის ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის მოქმედებს. ამიტომ ვფიქრობ ქართველი ხალხის დიდ ნაწილს არჩევანი გაკეთებული აქვს მის სასარგებლოდ. ოქტომბერში ჩვენ სამართლებრივად გამარჯვებულები ვიქნებით“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.

როგორც კოალიციაში აცხადებენ, პრეზენტაცია რამდენიმე თვის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა ხელისუფლების მიერ შექმნილი ხელოვნური ბარიერების გამო, გადაიდო.

როგორც კოალიციის წარმომადგენლებმა ზვიად ძიძიგურმა, სოზარ სუბარმა და გია ჟორჟოლიანმა ოფისის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადეს, თეთრიწყაროს რეგიონული ოფისი, პრობლემების მიუხედავად, მაინც გაიხსნა და ის განახორციელებს იმ მიზნებს, რომელიც კოალიციას გააჩნია.