კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ბოლო პერიოდში აფხაზეთში საქართველოში სხვადასხვა საელჩოს დელეგაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროკავშირის დელეგატების გახშირებულ სტუმრობას არ აღიქვამს იმის საშიშროებად, რომ დასავლეთმა, საქართველოსგან დამოუკიდებლად ურთიერთობები აწარმოოს აფხაზეთთან.
„ალექსანდრე ანქვაბმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ახლა მოიცალა საგარეო პოლიტიკისთვის. ის, ვინც აფხაზეთში ჩადის, ყველა თბილისიდან ჩასული ელჩებია. ყველა ის დელეგაციები და დელეგატები საქართველოს გავლით ჩადიან აფხაზეთში. მე ვერ ვხედავ ვერანაირ საშიშროებას იმისთვის, რომ ეს საელჩოები დამოუკიდებელი ურთიერთობებს აწარმოებენ აფხაზეთთან. ისინი მიესლამებიან მათთან აფხაზეთისა და ოსეთის ურთიერთობების გაღრმავებას, მაგრამ არა საქართველოს ხარჯზე“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.