ახალი მემარჯვენეების დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირთკარის მოსახლეობას შეხვდნენ

ახალი მემარჯვენეების დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირთკარის მოსახლეობას შეხვდნენ

ახალი მემარჯვენეების ლიდერები, დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე დუშეთის რაიონის სოფელ ჩანადირთკარის მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივმა მოსახლეობამ პარტიის ლიდერებს ის პრობლემები გააცნო, რომელიც მათ აწუხებთ. მათი თქმით, სოფლის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გაზის არარსებობას უკავშირდება.

„ბაზალეთის ტბასთან გაზის მაგისტრალი მიყვანილია, რომელიც სოფელზე გადის, მაგრამ სოფლის მოსახლეობას მასზე მიერთების უფლება არ მისცეს,"- აცხადებენ "ახალი მემარჯვენეები".

მათი თქმით, სოფლისთვის ერთ ერთ აქტუალური პრობლემას ასევე ნაგავსაყრელისა და შესაბამისი ბუნკერების უქონლობაც წარმოადგენს. 

„მოსახლეობამ არ იცის ნაგავი სად წაიღოს. დიდი თავსატეხი აქვთ გაჩენილი: საკმარისია ერთი პარკი ნაგავი სადმე დადონ, რომ 700 ლარიანი ჯარიმა გარანტირებული აქვთ, ყველა იმაზე ჩივის, რომ ჯარიმები აქვთ და მძიმე ტვირთად აწევთ,"- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მემარჯვენეებმა სოფლის მნიშვნელოვან პრობლემად ასევე სკოლის შენობის არარსებობა დაასახელეს. მათი თქმით, სოფლის დაწყებითი სკოლა კერძო სახლშია განთავსებული, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები კი მეზობელი სოფლის - საშაბუროს სკოლაში დადიან.