სირიელი აჯანყებულები ბაშარ ასადის მხარდამჭერ ტელევიზიას „ალ-იხბარიას“ თავს დაესხნენ დამასკოს სამხრეთით, ქალაქ დრუშაში. BCC-ის ინფორმაციით, აჯანყებულებმა შენობა ააფეთქეს და ტელევიზიის 7 თანამშრომელი-მათ შორის ჟურნალისტები და დაცვის წევრები დახოცეს.
რამდენიმე საათის წინ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში ომია, ხოლო ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა იღონოს გამარჯვებისთვის.