აფხაზური სამიტროპოლიოს დეფაქტო მმართველმა, სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილესგან ეკლესიას ჩამოშორებულმა დოროთი დბარმა სოხუმში თავისი ნაშრომის „აფხაზეთის მართლამდიდებლური ეკლესია: წარსული, აწმყო, მომავალი“-ის პრეზენტაცია გამართა.
„ ჩემს კრებულში შესულია 40-მდე სტატია, რომელიც 1996-2011 წლებს მოიცავს, ტექსტები კი გამოყენებულია აფხაზური, რუსული და ძველბერძნული მასალებიდან. აფხაზეთის დამოუკიდებლობის გადაწყვეტა, ეკლესიის ბედის გადაწყვეტა, ეს მთელი მართლმადიდებლური სამყაროს გადასაწყვეტია და არც ქართული და არც რუსული ეკლესიის საქმეა.
წიგნი იწყება სტატიით „ სოხუმის ეპარქიის ისტორიის აღორძინება საქართველოს ეკლესიის შემადგენლობაში“, რომელშიც მე გასაგებად ავღნიშნე, რომ გვსურს ქართული ეკლესიიდან დისტანცირება და რუსულ ეკლესიასთან შეერთება. საბოლოო ჯამში კი ჩვენ იძულებულნი გავხდით დისტანცირება გაგვეკეთებინა რუსული მართლამდიდებლური ეკლესიისგანაც და მსოფლიო პატრიარქისთვის მიგვემართა. ადრეულ ჩემს პუბლიკაციებში თქვენ დაინახავთ ჩემს ახალგაზრდულ დამოკიდებულებას არსებული პროცესებისადმი, შედარებით გვიანდელ პუბლიკაციებში კი თქვენ შეამჩნევთ, რომ ის უფრო მომწიფებული და მიმტევებელი გახდა“,-განაცხადა დბარმა