ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ალი აქბარ სალეხის განცხადებით, ირანი და ჯგუფი „5+1“ ისეთ გადაწყვეტილებაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს.
„ სულ მალე სტამბულში გაიმართება მორიგი შეხვედრა ფორმატში “ 5+1“, რომელიც შეთანხმების იურიდიულ და ტექნიკურ მხარეებს განიხილავს. ვიმედოვნებ, რომ საკითხი ირანის ატომური შეიარაღების საკითხი დადებითად გადაწყდება.
მესმის, რომ ეს საკითხი ერთი ხელის მოსმით გადასაწყვეტი და სწრაფად მოგვარებადი არ არის, ამიტომ მოთმენა და სიმშვიდე უნდა ვიქონიოთ. თუმცა, მინდა ავღნიშნო, რომ მხარეები სწორი მიმართულებით მიდიან“,- აღნიშნა სალეხმა ასტანაში პრესკონფერენციაზე.
ირანმა და ჯგუფმა „5+1“- დიდი ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ამერიკისა და გერმანის შემადგენლობით, მოკლე დროში სამი შეხვედრა გამართა სტამბულში, ბაღდადსა და მოსკოვში. ისინი ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ირანს მოუწოდებენ შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.