ამერიკელი ლამაზმანი კეიტ აპტონი 1992 წლის 10 ივნისს მიჩიგანში დაიბადა, მისი ოჯახი საცხოვრებლად ფლორიდაში მალევე გადავიდა და შესაბამისად კეიტმა ბავშვობა ფლორიდაში გაატარა. კეიტი საცხენოსნო სპორტში იუნიორთა შორის ექსჩემპიონია.
პარალელურად მას აქტიური სამოდელო კარიერა აქვს, რომელიც 12 წლის ასაკში დაიწყო. 19 წლის კეიტმა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ ქალთა სიაშიც შესვლა მოასწრო, თუმცა ეს მისი გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. ამერიკელი ლამაზმანი მათ გაოცებას ყოველთვის სასიამოვნოდ ახერხებს. 20 წლის გოგონა ყურადღებას ცხენოსნობის შემდეგ, ლამაზი სხეულით იპყრობს, რომლის გაშიშვლებასაც არასდროს ერიდება. ლამაზმანი რეგულარულად ჩნდება, სხვადასხვა, ჟურნალებში, მათ შორის სპორტულში, რომელთა გარეკანზეც თეთრეულს, დახეულ ჯინსებსა და ქალის გარდერობის სხვა მიმზიდველი ნივთების რეკლამას აკეთებს.
კეიტი საცურაო კოსტიუმების ცნობილი ბრენდის „Beach Bunny”-ს სარეკლამო სახეა, სწორედ ამ ბრენდმა, შემოგვთავაზა ახალი 2012 წლის ფოტოსესია, რომელშიც კეიტი ტრადიციულად ლამაზი და სექსუალურია.