კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოფიციალურად დაადგინეს, რომ ელემენტარულმა უყურადღებობამ, სიტყვაზე, მადლობის გადაუხდელობამაც, შეიძლება ადამიანურ ურთიერთობებსა და გრძნობებზე დიდი გავლენა მოახდინოს. თუ ადამიანს სურს ნებისმიერი ურთიერთობის გაგრძელება, მაშინ მან პარტნიორს არსებული ურთიერთობისთვის, აუცილებელია მადლობა გადაუხადოს. სიტყვა-სიტყვით „დიდი მადლობა“.
სამეცნიერო ექსპერიმენტიში 50-ამდე მოხალისე წყვილი ჩაერთო, რომელთაც 15 თვიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. წყვილებს დაევალათ ეწარმოებინათ დღიური, სადაც ყოველ დღე მოინიშნავდნენ, თუ როგორ და რის მიხედვით აფასებდნენ, საკუთარ პარტნიორს და პირიქით, ჩაიწერდნენ იმასაც თუ, რას ფიქრობდნენ - როგორ აფასებდნენ მათ თავიანთი პარტნიორები.
აღმოჩნდა, რომ იმ დღეს, როდესაც წყვილი ერთმანეთისთვის თავს საჭიროდ თვლინდნე, ერთმანეთის მიმართ მადლიერების გრძნობით იყვნენ გამსჭვალულნი და ამას მადლობით გამოხატავდნენ.
ცხრა თვის შემდეგ იგივე წყვილებში მეორე კვლევა ჩაატარეს, რომელიც იკვლევდა იმას, თუ როგორ გაღრმავდა ურთიერთობები წყვილთა შორის. აღმოჩნდა, რომ იმ მოხალისე წყვილებს, რომლებიც ერთმანეთისთვის მადლობის გადახდით თავს არ იწუხებდნენ, ურთიერთობა დაეძაბათ.
მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ კვლევის შედეგები პარტნიორების ყველა ასაკს ეხება.