მაია მიმინოშვილი არასამთვრობო ორგანიზაციას ქმნის

მაია მიმინოშვილი არასამთვრობო ორგანიზაციას ქმნის

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის ორგანიზებით ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია - "საგანმანათლებლო პოლიტიკისა და კვლევების ასოციაცია“ იქმნება.  ორგანიზაციის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

როგორც მიმინოშვილმა From.ge სთან საუბარში აღნიშნა, ორგანიზაციის სტრუქტურაზე და მის მიზნებზე ინფორმაცია სწორედ ხვალ, პრეზენტაციაზე  გახდება ცნობილი.

„ჩვენ „ტაიმაუტი“ გვქონდა აღებული მანამ, სანამ ორგანიზაციის ტექნიკური და სხვა საკითხები არ იქნებოდა ჩამოყალიბებული. მინდა რომ შევინარჩუნოთ ეს ტენდენცია. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ პრესკონფერენცია ორგანიზაციის დაფუძნებას ეხება“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

პრეზენტაცია ხვალ 12:00 საათზე ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისში შედგება.

მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან 28 მაისს გაათავისუფლეს. ოფიციალურ მიზეზად განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, მისი სამინისტროსთან პოზიციების შეუთავსებლობა დასახელდა.