სოსო ჯაჭვლიანი: შაშიაშვილის ბოდიშს სახალხო კრება გაითვალისწინებს თუ არა სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი

სოსო ჯაჭვლიანი: შაშიაშვილის ბოდიშს სახალხო კრება გაითვალისწინებს თუ არა სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი

მოძრაობა „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის სახალხო კრებიდან გამიჯვნასთან დაკავშირებული სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს სხდომა ჯერ არ გამართულა. ამის შესახებ სახალხო კრების წევრმა, სოსო ჯაჭვლიანმა From.ge სთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული სხდომა დღეს ან ხვალ აუცილებლად ჩატარდება და აღნიშნა, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მხოლოდ სხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

„მოვლენებს მე წინ არ ვუსწრებ. ის რაც იყო ნალაპარაკები და რომელიც ლუკა კურტანიძემ გააჟღერა სიმართლეს შეესაბამება, მართალია შაშიაშვილმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში, მაგრამ ეს გათვალისწინებული იქნება თუ არა სხდომაზე, კონკრეტულად მისი დასრულების შემდეგ გახდება ოფიციალურად ცნობილი“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.

შეგახსენებთ,რამდენიმე დღის წინ სახალხო კრების ერთ ერთმა წევრმა, ლუკა კურტანიძემ თემურ შაშიაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც „პოლიტიკაში სპორტსმენების, მწერლებისა და მსახიობების ადგილის არ არსებობას“ უკავშირდებოდა, უკმაყოფილება გამოთქვა.

„ მინდა შაშიაშვილს ვუპასუხო, რომ დღეს დადგა პერიოდი, როცა საჭიროა ვიდგე იქ, სადაც ვდგავარ", - განაცხადა კურტანიძემ.

ამის შემდეგ თეთრების ლიდერმა, თემურ შაშიაშვილმა აღნიშნა,, რომ ლუკა კურტანიძის და სოსო ჯაჭვლიანის საწინააღმდეგო არასდროს არაფერი ჰქონია და მათი საწყენი განცხადებები არ გაუკეთებია. გაუგებრობის გამო შაშიაშვილმა საჯაროდ ბოდიშიც კი მოიხადა.