ხვალ ბრიუსელში ევროპის ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან , რათა ევროკავშირის კრიზისიდან გამოსვლის რაიმე ფორმა მოძებნონ. Euronews-ის ინფორმაციით, კი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის ლიდერებს პრობლემის გადაწყვეტის რეცეპტი არ აქვთ.
ევროპის 17 ქვეყნიდან დახმარება უკვე 5-მა ქვეყანამ ითხოვა, მათ შორის მარტო საბერძნეთს 240 მილიარდი ევრო სჭირდება.
სამიტის წინ, დღეს ერთმანეთს კიდევ ერთხელ შეხვდებიან ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი. ვეროკრიზისის დასაძლებად, პარიზსა და ბერლინს მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები გააჩნიათ და ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ, რომ ხვალინდელი სამიტის წინ ისინი რაიმე სახის შეთანხმებას მიაღწევენ.