ძაღლმა, მშელ ჰაზანავიჩუსის, ოსკაროსანი ფილმდან „არტისტი“ ჩარლი ჩაპლინის, მერლინ მონროს, ჯეკ ნიკოლსონის, კლინტ ისტვუდისა და სხვა კინომოღვაწეების ნაკვალევთან ახლოს თავისი ნაკვალევი დატოვა.
ცერემონია ჰოლივუდში, გრაუმანის ჩინური თეატრის წინ ტროტუარზე გაიმართა. იქ სადაც კინოს არაერთი ლეგენდის ხელისა თუ ფეხის ნაკვალევია, უგიმ თავისი თათების ანაბეჭდი სამუდამოდ დატოვა.
ძაღლმა თავისი სადებიუტო ფრანგული ფილმში „არტისტი“ , საუკეთესო ოთხფეხა პერსონაჟის როლისთვის, უმაღლესი ჯილდო - „ოქროს საყელო“ მიიღო.