71 წლის ასაკში, ნიუ-იორკში, გარდაიცვალა ცნობილი ამერიკელი რეჟისორი და სცენარისტი ნორა ეფრონი. მისი გარდაცვალების მიზეზი მწვავე ლეიკემია გახდა.
ეფრონი ცნობილია თავისი რომანტიული კომედიებით, რომელთაგანაც სამი „ოსკარის“ პრემიის ნომინანტი იყო,- საუკეთესო სცენარისა და ფილმისთვის. „სილქვუდი“ 1983 წელს, „როცა გარი შეხვდა სალის“ 1989 წელს და „უძინარნი სიეტლში“ 1993 წელს.
რეჟისორის, ერთ-ერთი, ბოლო ფილმია 2009 წელს გადაღებული - „ჯული და ჯულია: ვამზადებთ ბენიერებას რეცეპტით“. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მსახობები, მერილ სტრიპი, ენდი ადამსი და სტენლი ტუჩი.
ეფონი იყო სამჯერ გათხოვილი, პირველად მწერალ დენი გრინბერგზე, შემდეგ „ვაშინგტონ პოსტის“ კორესპოდენტ კარლ ბერნსტაინზე, და ბოლოს, მწერალ და სცენარისტ ნიკოლას პილეჯზე.