სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა მთავრობის ახალი კაბინეტის წევრებთან შეხვედრის დროს, განახცხადა, რომ ქვეყანა ომის მდგომარეობაში იმყოფება.
„ჩვენ ვიმყოფებით ომის მდგომარეობაში, ასეთ ვითარებაში კი, გამარჯვების მისაღწევად აუცილებელია ყველა შესაძლებლობის გამოყენება. როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ ომს ყველა ბრძანება, ყველა მხარე და სექტორი უნდა მიყვებოდეს ერთ მიზანს - ომში გამარჯვებას“ - განაცხადა ასადმა.
სირიის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ის ქვეყნები, რომლებიც მის გადადგომას მოითხოვენ და აღნიშნა, რომ მსოფლიო განწყობის მიუხედავად სირია თავისი ინტერესებს მაინც დაიცავს.
„ჩვენ გვინდა კარგი ურთიერთობები ყველა ქვეყანასთან, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაში მდგომარეობს ჩვენი ინტერესები“, - განაცხადა სირიის პრეზიდენტმა.
ყოფილ მოკავშირეებთან მეზობელი თურქეთისა და არაბეთის რესპუბლიკებთან ურთიერთოაბ სირიას დღითი დღე ეძაბება. თურქეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი სირიის თვითმფრინავი, რომელიც საზღვარს დაარღვევს, მიჩნეული იქნება მტრად და გახდება სამიზნე, რომელსაც აუცილებლად ჩამოაგდებენ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ასეთი 100-მდე შემთხვევა დაფიქსირდა.