ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა პროექტს სახელწოდებით „მაგნიტსკის კანონი“. კანონპროექტი ერთხმად მიიღეს, როგორც რესპუბლიკელებმა, ისე დემოკრატებმაც.
ივნისის დასაწყისში, ამ პროექტს მხარი უკვე დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.
კანონპროექტი ძალაში, მხოლოდ მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოაწერს.
რუსეთის საგარეო უწყებაში იმედოვნებენ, რომ კონგრესი კანონპროექტს არ დაამტკიცებს, „მაგნიტსკის კანონის” ამოქმედების შემთხვევაში კი „ადეკვატური“ საპასუხო ზომებით იმუქრებიან.
შეგახსენებთ, „მაგნიტსკის აქტის“ კანონპროექტი კონგრესში განსახილველად სენატორების ჯგუფმა შემოიტანა. კანონი იურისტ სერგეი მაგნიტსკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გარდაცვალებასთან დაკავშირებული პირების, წინააღმდეგ საბანკო ანგარიშების გაყინვასა
ითვალისწინებს, ის იმ რუს მაღალჩინოსნებს, ვინც „მაგნიტსკის“ სიაშია შტატების ტერიტორიაში შესვლასაც უკრძალავს, ამ სიაში კი, დაახლოებით, 60 რუსი მაღალჩინოსანია მოხვედრილი.
თეთრი სახლი „მაგნიტსკის აქტს“ მხარს უჭერს, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს დოკუმენტი ვაშინგტონსა და კრემლს შორის ურთიერთობას დაძაბავს