ბრიტანელი და რუსი მეცნიერების ჯგუფი, რომელშიც ნობელის პრემიის ლაურეატები ანდრეი გეიმი და კონსტანტინე ნოვოსილოვი შედიან, ინტერნეტის დაჩქარების ახალი მეთოდის შექმნაზე მუშაობენ.
ამჟამად მიმდინარეობს კვლევები, რის საფუძველზეც მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალი მასალა - გრაფენი შესაძლებელს გახდის შეიცვალოს თანამედროვე ფოტოდეტექტორები - მოწყობილობა, რომელიც ქსელურ სიგნალს ელექტრონულად გარდაქმნის.
როგორც ცნობილია, გრაფენი ნახშირბადის ფირფიტას წარმოადგენს, რომელსაც კრისტალური სტრუქტურა აქვს და მისი სისქე ერთი ატომია. ის ორგანზომილებიანია. მასალა გამჭვირვალე და გამტარია. აღნიშნულის გამო, ის ახალი თაობის სენსოსორულ დისპლეებში გამოყენების „უპირველესი კანდიდატია“. მეცნიერების განცხადებით გრაფენის საშუალებით შესაძლებელია ინტერნეტის სიჩქარე 100-ჯერ გაიზარდოს.