დღეს საქალაქო სასამართლო კონტროლის პალატის მორიგ ოქმს განიხილავდა, რომლის მიხედვითაც მონიტორინგის სამსახური „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმებას ითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლო „ქართულ ოცნებაში“ შემავალი სუბიექტების დაჯარიმების შესახებ, გადაწყვეტილებას 27 ივნისს გამოაცხადებს.
პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ადვოკატის, სანდრო ბარამიძის განცხადებით, კონტროლის პალატის მორიგი ოქმები უკანონოა.
„კონტროლის პალატამ მორიგი უკანონო ოქმები გამოსცა, რომლებითაც შვიდი ორგანიზაციის დაჯარიმება მოითხოვა. ამათგან ერთი ისეთია, რომელიც საერთოდ არა პოლიტიკური ორგანიზაცია რამდენიმეს კი, ამ საქმესთან საერთოდ არ აქვს შეხება. ამის მიუხედავად, კონტროლის პალატა ყველას ერთად ხუთმაგი ოდენობით სოლიდარულად დაჯარიმებას ითხოვს. ანუ დაახლოებით ორნახევარ მილიონ ლარზეა საუბარი. როგორც ჩანს, საბოლოო მიზანი ისაა, რომ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობის შესაძლებლობა მოუსპოს. აქედან გამომდინარე, ვნახოთ დაველოდოთ გადაწყვეტილების გამოცხადება ხვალისთვის გადადო“, - განაცხადა ბარამიძემ.