პარლამენტის ვიცე–სპიკერი ლევან ვეფხვაძე ე.წ. მასთ ქერის პრინციპის გავრცელებას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მოითხოვს. „მნიშნელოვანია, რომ ამომრჩევლებს არჩევნების შესახებ ობიექტური წარმოდგენა ჩამოუყალიბდეთ. მათ არჩევნების დღის შეფასებებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ინფორმაციის გაცნობის საშუალება უნდა მიეცეთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ყველა არხის მაუწყბელობა არჩევნებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
მოვითხოვთ, რომ Must carry-ს პრინციპმა არჩევნების საბოლოო შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე იმოქმედოს,“ - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ლევან ვეფხვაძემ.
იგი საქართველოში მოქმედი ტელეარხების შესახებაც საუბრობს და განმარტა, რომ საქართველოში პარტიული ტელეარხები მოქმედებენ.
„თუმცა, არიან პარტიები, რომლებსაც ტელეკომპანია არ აქვთ. მე, როგორც იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც არც ერთი ტელეკომპანია არა აქვს, Must carry-ს პრინციპის შემოღება მაინც პოზიტიურ ნაბიჯად მიმაჩნია. მთავარია, ამომრჩეველს ყველა არხის წვდომა ჰქონდეს,“ – აღნიშნა ვეფხვაძემ.