მამრაძემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს პრეზიდენტის მამხილებელი კომპაქტდისკი გადასცა

მამრაძემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს პრეზიდენტის მამხილებელი კომპაქტდისკი გადასცა

ოპოზიციური ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრმა პეტრე მამრაძემ  პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს

პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების კორუფციის შესახებ მასალების კომპაქტდისკი გადასცა.

ამის შესახებ from.ge-ს პეტრე მამრაძემ პოლონელი  სტუმრებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მამრაძის თქმით, „ქართულმა დასმა“ პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების საქმიანობის შესახებ საკმაოდ სქელტანიანი მასალები შეაგროვა, რომელიც დღეს პოლონელ სტუმარს გადასცა.

მამრაძის თქმით, სტუმრები კარგად არიან ინფორმირებული საქართველოში არსებულ რეალურ მდგომარეობაზე რაც მათ რეპლიკებში გამოიხატა.

მამრაძემ  შეხვედრაზე „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ პერიოდზე და სააკაშვილის ხელისუფლების მიერ ჩადენილ ქმედებებზე დეტალურად ისაუბრა.

„2008 წელს, მიხეილ  სააკაშვილი ქართველ ხალხს დემოკრატიზაციას, კერძო საკუთრების დაცვას, დევნილებს აფხაზეთში დაბრუნებას და რამდენიმე კვირაში ცხინვალის დაბრუნებას ჰპირდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი საპირისპიროდ გაკეთდა“, -  აღნიშნა მამრაძემ.

მისივე შეფასებით, 2008 წელს სააკაშვილმა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა განახორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე.

„ყველას ახსოვს მაშინ პოლონეთი როგორ დაგვეხმარა, ყველაფერი გადადეს და პრეზიდენტი კაჩინსკი იმისათვის იბრძოდა, რომ რუსეთის სამხედრო მანქანას საქართველო მიწასთან არ გაესწორებინა სააკაშვილის სამხედრო პოლიტიკური ავანტიურის საბაბითა და მიზეზით“, - აღნიშნა მამრაძემ.   

ოპოზიციონერი  დეპუტატის თქმით, პოლონელ სტუმრებს ისიც უთხრა, რომ საქართველოდან წასულმა ადამიანებმა, ძირითადად ქალბატონებმა, თავიანთი ოჯახების დასახმარებლად, შარშან, მილიარდ სამასი ათასი დოლარი გამოაგზავნეს, რაც ორნახევარჯერ აღემატება საქართველოში შემოსულ ყველა ინვესტიციას.