„მასტ ქერთან“ დაკავშირებული კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა

„მასტ ქერთან“ დაკავშირებული კანონპროექტი ოფიციალურად დარეგისტრირდა

 

„მასტ ქერის“  პრინციპთან დაკავშირებული კანონპროექტი დღეს ბიუროს სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდა. ცვლილებები საარჩევნო კანონში შედის.

ცვლილება საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლში შედის, რომელსაც შემდეგი შინაარსის ახალი პუნქტი ემატება: „საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია. ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება“.

კანონპროექტის ავტორები დეპუტატები პავლე კუბლაშვილი, ნუგზარ წიკლაური და კახა ანჯაფარიძე არიან. 

პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით – 28-29 ივნისის სხდომაზე განიხილავს.