ლილა მოსი მოდის სამყაროს, ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი პერსონის სუპერმოდელ ქეით მოსის ქალიშვილია. გასაკვირი არცაა, რომ ის დედის კვალს მისდევს და სამომავლო საქმიანობად მოდის სამყარო აირჩია. მსახიობ ჯუდ ლოუს ქალიშვილმა, რომელიც ლილასთან მეგობრობს, ერთ -ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისინი ერთად ოცნებობენ, მონაწილეობა მიიღონ „ფეშენ გადაღებებში“.
„ყოველთვის როცა ერთმანეთს ვნახულობთ, მე და ლილა, ვცდილობთ პატარა ფოტოსესია მოვაწყოთ. მე ძალიან მომწონს ეს იდეა, ამ სფეროში ყველაფერია, რაც ჩვენ მოგვწონს, ხელოვნება რომელზეც აუცილებელია ვიფიქროთ და მოდა, რომლის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია“-ამბობს ჯუდის 11 წლის ქალიშვილი აირისი.
11 წლის ლილა დედის პატარა ასლია. მას უკვე აქვს გამოცდილება, რამდენიმე ჟურნალთან თანამშრომლობის. ქეითის ქორწილთან დაკავშირებით მოდის ჟურნალმა Vogue მოაწყო სადღესასწაულო ფოტოსესია, რომელიც მოდელის ნამდვილ ქორწილზე გადაიღეს. ამ ფოტოსესაიში მონაწილეობა ბავშვებმაც მიიღეს. ყველამ, ვინც ქორწილში იყო დაპატიჟებული.
მიუხედავად იმისა, რომ ლილას სურვილია გახდეს მოდელი, ის ვერ იტანს მაკიაჟს, უფრო მეტიც, როდესაც ქეითი მასთან ერთადაა და მკვეთრ მაკიაჟს ატარებს, ლილა დედას მის მოშორებას სთხოვს, რადგანაც ფიქრობს, რომ ბუნებრივობა ბევრად უფრო ლამაზი და მიმზიდველია.
ბოლო წლების მოდის ტენდენციაში მკაფიოდ მოიკიდა ფეხი სამოდელო ბიზნესში ბავშვების ჩართვამ. ლეგენდარული სინდი კროუფორდის ქალიშვილი, ცოტა ხნის წინ „ვერსაჩეს“ საბავშვო კოლექციის სახე გახდა. ბრიტანელი სუპერმოდელის როზი ჰაინტინგტონ უატლის დიშვილმა პირველი სამუშაო მიიღო. ხოლო ბექჰემების 11 თვის გოგონამ პირველი სამოდელო კონტრაქტი გააფორმა.