ყატარის სახელმწიფოში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. აღნიშნულ თანამდებობაზე პრეზიდენტმა პარლამენტს დღეს ეკატერინე მაიერინგ-მიქაძის კანდიდატურა წარუდგინა.
იგი 2004-2007 წლებში იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკაში, საუდის არაბეთის, ქუვეითსა და გაერთიანებულ არაბთა ემირატებში.
ეკატერინე მაიერინგ-მიქაძე 2007-2009 წლებში ელჩი იყო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ერაყსა და ლიბანის რესპუბლიკებში. 2009-2010 წლებში კი მუშაბთა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის საულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში.
2010 წლიდან დღემდე არის ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.