შსს მერეთის ინციდეტში მონაწილე პირთა მიმართ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს

შსს მერეთის ინციდეტში მონაწილე პირთა მიმართ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს

გორის რაიონის სოფელ მერეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირთა მიმართ შსს კონკრეტული ღონისძიებების გატარებას აპირებს.

როგორც დეტექტივი, გიორგი ბუხრაშვილი აცხადებს, დაპირისპირებაში მონაწილე პირები უკვე იდენტიფიცირებულია, მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება კი უახლოეს მომავალში მოხდება.

ცნობისთვის, გორის რაიონის სოფელ მერეთში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ალასანიას სტუმრობას დაპირისპირება მოჰყვა. როგორც კოალიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ინციდენტი ხელისუფლების მიერ იყო პროვოცირებული. 

მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ შეხვედრაზე მხარდამჭერებთან ერთად სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც პროვოკაცია მოაწყვეს.

დაპირისპირების შედეგად ნაცემია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ქალებიც. შეხლა-შემოხლის დროს წარმოქმნილ ჭყლეტაში მოყვნენ ჟურნალისტებიც. დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა.