სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა თავის ავსტრიელ კოლეგასთან ჰაინც ფიშერთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხარეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში აქტიური მონაწილეობისთვის და განაცხადა, რომ ენერგეტიკულმა პროექტებმა ახალი ომი რეგიონში არ უნდა დააფინანსოს.
„ავსტრიულ მხარეს გავაცანით ჩვენი მიდგომები და დამოკიდებულება ყარაბაღის პრობლემასთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, რომ ენერგეტიკული პროექტები არცერთ შემთხვევაში არ უნდა გახდეს ჩვენს ისედაც სუსტ რეგიონში ახალი ომის დაფინანსების წყაროები. ჩვენ ასევე ავღნიშნეთ, რომ ჩაკეტილი საზღვრები 21-ე საუკუნის ევროპის სულს და ლოგიკას არანაირად არ შეესაბამება“,- განაცხადა სარქისიანმა.
შეგახსნებთ, სომხეთის პრეზიდენტმა, მიუხედავად იმის, რომ თურქეთის პრეზიდენტმა აბდულა გიულიმ პირადად მოიწვია, უარი განაცხადა დასწრებოდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს სტამბულში და თავის ნაცვალდ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აშოტ ოვაკიმიანი გააგზავნა.