„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ წამების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გარდაცვლილ პატიმრებზე ისაუბრა

„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ წამების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე გარდაცვლილ პატიმრებზე ისაუბრა

წამების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ბრიფინგი გამართა.

როგორც ორგანიზაციის თამჯდომარემ, ეკა ბესელიამ From.ge -სთან საუბარში განაცხადა, საუბარი შეეხო წამების იმ ფაქტებს, რომლებიც ბოლო პერიოდში საპატიმროებში შეინიშნება და აღნიშნა, რომ მათ შორის ერთ ერთი ახალი ინფორმაცია ქუთაისის საპყრობილეში პატიმარ რაულ დუმბაძის გარდაცვალებაა, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გამოვლინდა.

„ეს არის უმძიმესი  შემთხვევა. მე პირადად ვესაუბრე მისი ძმასა და დედას და ისინი დაწვრილებით მომიყვნენ მომხდართან დაკავშირებით. ისინი ამ ფაქტზე გამოძიების ჩატარებას ითხოვენ, ითხოვენ დადგინდეს რატომ აწამებდბნენ პატიმარს და რატომ მიიყვანეს ამ ფაქტამდე, და საერთოდ რასთან გვაქვს საქმე - ეს არის მკვლელობა თუ ეს არის თვითმკვლელობა“,- განაცხადა ბესელიამ.

„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ინფორმაციით, რაულ დუმბაძის დაპატიმრებაც და თვითმკვლელობაც ბურუსით მოცულია და აჭარაში გავრცელებულ ტრეფიკინგს უკავშირდება. 

არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ბრიფინგში მონაწილეობა მოძრაობა „არა“ და პატიმართა უფლებების დაცვის  საქველმოქმედო ფონდმა მიიღო. მას გარდაცვლილი პატიმრის ადვოკატიც დაესწრო.