„მატყუარა პროკურორები“ - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან (VIDEO)

„მატყუარა პროკურორები“ - აქცია იუსტიციის სამინისტროსთან (VIDEO)

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან  ტამტამებით აქცია გამართეს სახელწოდებით „მატყუარა პროკურორები“.

ახალგაზრდულმა მოძრაობამ პროკურორების საქმიანობის მიმართ პროტესტი დააფიქსირეს და განაცხადეს, რომ საქართველოში პროკურატურა და სასამართლო მხოლოდ ერთი ადამიანის ინტერესების გამტარებელია, რაც ძალიან შორს დგას სახელმწიფო ინტერესებისგან.

მათივე თქმით, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ სასამართლოს დამოუკიდებლობის მისაღწევად.