რუსეთის პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო უკვე მე-17 წევრმა დატოვა. დღეს განცხადება საბჭოს დატოვების შესახებ რუსეთის მეწარმეთა და მწარმობელთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა იგორ იურგენსმა გააკეთა.
„ არ მსურს ამ კვაზიდემოკრატიული საბჭოს არჩევნების პროცესში მონაწილეობა მივიღო. კონცენტრირებას სხვა პრობლემებზე გავაკეთებ. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ მათ, ვინც მუშაობას გააგრძელებს ამ საბჭოში“,- განაცხად იურგენსმა.
პრეზიდენტთან არსებული ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭო გასულ კვირაში კიდევ ოთხმა წევრმა დატოვა, მათ შორის გახლდათ რუსეთის უხუცესი ადამიანის უფლებადამცველი ლიუდმილა ალექსეევა.