გალის რაიონის პროკურატურის მტკიცებით, ქართველების მიერ გატაცებული გალის რაიონის მცხოვრები სახლში დაბრუნდა

გალის რაიონის პროკურატურის მტკიცებით, ქართველების მიერ გატაცებული გალის რაიონის მცხოვრები სახლში დაბრუნდა

გალის რაიონის პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ ხუმუშკურის მცხოვრები, 22 ივნისს გატაცებული ლაშა ბელქანია სახლში დაბრუნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ოჯახის წევრები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.

მეგრულ ენაზე მოსაუბრე ორი პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთს სახეზე ნიღაბი ეკეთა, საღამოს 8 საათზე, ბელქანიას სახლში შეუვარდნენ, გამოსყიდვის მიზნით მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.

პროკურატურის ინფორმაციით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ადამიანის გატაცების ფაქტზე.