ე.წ. მასთ ქერთან დაკავშირებული კანონპროექტი უკვე მომზადებულია.
ცვლილება საარჩევნო კოდექსში შედის და მას 51-ე მუხლი ემატება, რომელიც შემდეგი შინაარსის არის: „საერთო არჩევნების გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლიდან არჩევნების დღემდე პერიოდში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი, ვალდებულია მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს საზოგადოებრივი მაუწყებელი და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ლიცენზირებული ყველა საერთო მაუწყებელი, რომელიც მაუწყებლობს მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირის მომსახურების მიწოდების ზონაში. ამ პუნქტის სატელიტური მაუწებლობის ლიცენზიით მაუწყებლობის არეალს წარმოადგენს ქვეყნის მთელი ტერიტორია.
ამ შემთხვევაში მაუწყებელს არ წარმოეშვება ტრანზიტული გავრცელებისათვის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება“.
პროექტი ამ სახით პარლამეტის საორგანიზაციო დეპარტამენტს გადაეცემა და ის დღესვეს ბიუროზე დარეგისტირდება.
პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით 28-29 ივნისის სხდომაზე განიხილავს.