BBC-ის ინფორმაციით, შოტლანდიაში დაიწყო კამპანია „ერთად უკეთესია“, რომელიც შოტლანდიელების დარწმუნებას ცდილობს, რათა დიდ ბრიტანეთიდან გამოსვლაზე თანხმობა არ განაცხადონ.
კამპანიას შოტლანდიის „ლეიბორისტები“, „კონსერვატორები“ და „ლიბერალ-დემოკრატები“ უჭერენ მხარს. ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ედინბურგიდან, ყოფილი ფინანსთა მინისტრის ალისტერ დარლინგის განცხადებით, შოტლანდია დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში უნდა დარჩეს.
„ თუ ჩვენ დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან გამოვალთ, უკან დასახევ გზას მოვიჭრით, რადგან ეს იქნება ის, რომ ჩვენ ბილეთი მხოლოდ ერთი მიმართულებით შევიძინოთ და ჩვენი შვილები გაურკვეველი მიმართულებით გავუშვათ“,-აცხადებს დარლინგი.